Wednesday, May 4, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

დგეს მოვაწესრიგე ჩემი პორთფოლიო, დავასრულე მუშაობა ყველა დოკუმენტზე. გამზადებული პორტფოლიო  ავტვირთე  გუგლის დისკზე. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები. დგევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გიორგი ხომასურიძეს.

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

მერვე ტრენინგ დღეს მე დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა. თვალი გადავავლე ჩემს საქაღალდეს. ჩემს მიერ მოძიებული მასალებს  მივუჩინე თავისი ადგილი. მოვაწესრიგე თითქმის ყველა მასალა. ძალიან კარგი გამოვიდა და კმაყოფილი  ვარ.

Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეშვიდე ტრენინგ დღეს გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს. მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა, ინტერნეტ მისამართები გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ დავწერეთ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმა, გავეცანით დროის მენეჯმენტს, დავწერეთ ჩვენი პროექტის დროში, დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეხუთე ტრენინგ დღეს ვიმუშავე პროექტის შეფასების გეგმაზე. გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული. შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა,ავღწერეთ  შეფასების ინსტრუმენტები.

მეხუთე ტრენინგ დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს ,ბატონ გიორგი ხომასურიძეს მიუძღვის.

Wednesday, April 13, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.