Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეშვიდე ტრენინგ დღეს გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს. მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა, ინტერნეტ მისამართები გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ დავწერეთ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმა, გავეცანით დროის მენეჯმენტს, დავწერეთ ჩვენი პროექტის დროში, დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეხუთე ტრენინგ დღეს ვიმუშავე პროექტის შეფასების გეგმაზე. გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული. შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა,ავღწერეთ  შეფასების ინსტრუმენტები.

მეხუთე ტრენინგ დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს ,ბატონ გიორგი ხომასურიძეს მიუძღვის.

Wednesday, April 13, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა. შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს.

Monday, April 11, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ჩემს თემაზე. შევურჩიე საგნობრივი სტანდარტები, რომელიც მაღალი დონის სააზროვნო უნარებსა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზეა გათვლილი. ასევე დავწერე სასწავლო მიზნები. ვფიქრობ დღემ  საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Friday, April 8, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

განვიხილე და გავეცანი პროექტის სწავლების თავისებურებებს. ვიმუშავე საპროექტო თემის შერჩევაზე. ჩამოვყალიბდი ჩემს საგანში არჩეულ თემაზე და მოვემზადე გეგმაში შესატანად. ასევე გავეცანი სხვადასხვა მასალას, ვნახე შესაბამისი ნიმუშები ჩემი პროექტის შესახებ. განვიხილე viewer, შევქმენი ჩემი პორტფოლიო. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული დღე იყო. ვფიქრობ ტრენინგი არ გამიძნელდა და საინტერესო პროექტს შევქმნი.