Sunday, December 19, 2010

ცხოველები .

პროექტის მოკლე აღწერა :
 მოსწავლეების მიერ ფოტოების შეგროვება, ცხოველების აღწერა , მოსწავლეების მიერ  შინაურ და გარეულ ცხოველებზე მასალების მოძიება  ინტერნეტის საშუალებით.

პროექტის სრული აღწერა :
 1. მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ ცხოველებთან დაკავშირებულ, მათთვის საინტერესო თემას: „შინაური და გარეული ცხოველები’’, „ცხოველთა სახეობები“.
2.თემის დაკონკრეტება.
3.პროექტის მიზნის განსაზღვრა.
4.კლასს დავყოფ 4 ჯგუფად , თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას:
I. ჯგუფი – ბავშვებისთვის საინტერესო, გარეულ ცხოველების საცხოვრებელი პირობების მოკვლევა.
II. ჯგუფი – შინაური ცხოველების აღწერა , მათი ზნე–ჩვეულებების, თვისებების გათვალისწინებით.
III. ჯგუფი –  ფოტოსურათების, ნახატების, ვიდეომასალის მოძიება შინაურ და გარეულ ცხოველებზე ინტერნეტის საშუალებით.
IV. ჯგუფი –  ლექსების, მოთხრობების მოძიება გარეულ და შინაურ ცხოველებზე.

მონაწილეთა  ასაკი :
10 – 11 წელი.

პროექტის მომზადების ვადა:
1 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოძიებული მასალის პრეზენტაცია ისტ–ის გამოყენებით, დისკუსია, მსჯელობა.

მოსალოდნელი შედეგები ,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  
გარეული და შინაური ცხოველების ზნე–ჩვეულებების გაცნობა.
პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევათა განვითარება.
გაუფრთხილდნონ და იზრუნონ შინაურ და გარეულ ცხოველებზე.


სარგებელი სხვებისთვის:
გაეცნობიან ცხოველების მოვლა–პატრონობას, მათზე ზრუნვას.
ცხოველებისაგან სარგებელის მოტანას ადამიანებისათვის.

რესურსები :
თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო, მარკერი, საწერ კალამი, ციფრული ფოტოაპარატი,
1კომპიუტერი, პროქტორი.

შეფასება:
პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ ჯგუფები შეაფასებენ თითოეულ ჯგუფს კომენტარით. მასწავლებელი აფასებს განმსაზღვრელი და განმავითარებელი ქულებით.



         

No comments:

Post a Comment